საზოგადოება
06.09.2024 15:50
„ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ - პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის პროექტს - „ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ აგრძელებს.

სააგენტოს ცნობით, პროექტში მონაწილეობის მისაღებად განახადები 7 სექტემბერის ჩათვლით მიიღება. კურსის მონაწილეები შევსებული აპლიკაციების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გოგონები და ქალები (17 წლიდან), განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს გაივლიან.

„აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი პირებისთვის, ახალი საქმიანობის შესწავლით, დასაქმების შესაძლებლობების გადაცემა.

კურსის გავლის შემდეგ, საწყის ეტაპზე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ თექის, კერამიკის და ფარდაგების პროტოტიპები და ნიმუშები ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში უსასყიდლოდ დაამზადონ, ჩაერთონ განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღია ბაზრობებში. სააგენტო კურსდამთავრებულებს, ასევე, დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

კვირის ამბები