2024 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტს 52 633 ვიზიტორი ეწვია, - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოში მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობა ივლისთან შედარებით გაზრდილია 7 559-ით.
რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 3 სექტემბრამდე პერიოდს, მუნიციპალიტეტს 296 938 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 222 859 უცხოელია.
„კონკრეტული თვეების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, მარტში - 20 942, აპრილში - 35 531, მაისში - 49 969, ივნისში - 71 410, ივლისში კი 45 074 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს