გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში დღეს, 6 სექტემბერს, 12:00 საათზე აიღებს სტარტს.
ღონისძიება ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის საცოც დარბაზში ჩატარდება.
ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება და 2011-2012 წ.; 2013-2014 წ.; 2015-2016-2017-წელს დაბადებული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
„ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, მხარი დაუჭიროს პატარა მეკლდეურებს. მონაწილეებს დახვდებათ 20-მდე სხვადასხვა სირთულის საშეჯიბრო ბილიკი.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან 13:00-საათამდე მოხდება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებით, თიბისი ბანკის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, „ფიტპასის“ და „ვისოლის“ სპონსორობით ჩატარდება.