საზოგადოება
05.09.2024 15:49
IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის „სატყეო სკოლა“ იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „სატყეო სკოლისთვის“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, „სატყეო სკოლა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მათი ინიციატივების მხარდაჭერას და ტყითსარგებლობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

„თუ ხარ დაინტერესებული მეტყევის პროფესიით, ტყის მართვის სისტემით, ან უბრალოდ ტყის ბიომრავალფეროვნებით და, ამავდროულად, ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ტყესთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და, რაც მთავარია, შეიძენენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კურსი შემუშავებულია „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO. Georgia“ პროექტის ფარგლებში და მონაწილეები შეირჩევიან შევსებული განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე. „სატყეო სკოლა 2024“ დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სატყეო სკოლაში“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 599186457 (მარიამ ხარებავა).

კვირის ამბები