საზოგადოება
05.09.2024 15:46
მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

600 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში არაერთი სივრცე და ლაბორატორია იფუნქციონიებს, ამასთან, დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტი, რომელიც მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო ფართის მშენებლობას და საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვას ითვალისწინებდა, დასასრულს უახლოვდება. სკოლაში თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი იფუნქციონირებს. მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები