შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებთან დაკავშირებული თანხის დაბრუნების თაობაზე, ინფორმაციას ავრცელებს.
„იმ გამოსაცდელებს, რომელთაც 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი, ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე, აგრეთვე, იმ გამოსაცდელებს, რომელთა საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვალა ტესტის შეფასება, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით ბმულზე: online1. naec. ge/ oapp
განაცხადები კი 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. თანხა თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.