სპორტი
04.09.2024 15:01
„გორი“ მორიგ საფეხბურთო მატჩს ხვალ გამართავს - ადგილობრივი გუნდი „ბახმაროს“ დაუპირისპირდება

ეროვნული ლიგა 3-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში გორის „გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა ხვალ, 5 სექტემბერს, 16:30 საათზე დაიწყება. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, გასული ტურის მატჩში გორის საფეხბურთო გუნდი „ბორჯომს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

„გორი“ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

კვირის ამბები