კლიმატის ცვლილების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების, ნარჩენების მართვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კონკურსს აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შეუძლიათ.
„აღნიშნული კონკურსი პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ. მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) უზრუნველყოფს.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის პირობებს, განმცხადებლებმა სრული განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info @ eiec. gov .ge (საკონტაქტო პირი სოფიო ბერიშვილი მობ: 598313132)“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 18 ნოემბერია.