საზოგადოება
16.03.2020 11:35
ვმუშაობთ, რომ არ იყოს ჩავარდნა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს ფასების გაზრდა სპეკულაციურად - ლევან დავითაშვილი

„ვმუშაობთ, რომ არ იყოს ჩავარდნა სურსათის მიწოდებაში, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს. ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსხვილი სასურსათო ქსელებისა და იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

განაცხადა.

„პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც სისტემატურად ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე, მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს ჩავარდნა სურსათის მიწოდებაში, მეორე მხრივ კი, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

კვირის ამბები