შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემითაა წყალუზრუნველყოფილი.
პროგრამას, რომლის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
„პროგრამის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა დაფინანსდება.
ახალი პროგრამის ფარგლებში, ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30,000 ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.