გორი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს კრივში.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საშეჯიბრო ნაწილი 4-დან 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორთაბრძოლები 14:00 საათიდან დაიწყება.
შეჯიბრში უფროსი ასაკის მოკრივეები იასპარეზებენ და ქართველებთან ერთად, ესტონეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს 13 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის ორგანიზებით იმართება.
შეჯიბრს გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს