სსიპ - გორის №10 საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება სავარაუდო ხელფასს, 1700-1800 ლარით განისაზღვრება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 5 სექტემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 16 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში