გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ახალი ბულვარი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება პროექტს, ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო და სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, დაიგო ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, დაიდგა სკამები და ურნები.
ბულვარის მშენებლობის დაწყებამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა, ნაპირსამაგრი კედლის გასწვრივ მოეწყო მოაჯირები. გურამიშვიულის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურასაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება