საზოგადოება
03.09.2024 13:07
„ლამინირებული“ პირადობის მოწმობების მფლობელებს სამედიცინო და სოციალური სერვისებით სარგებლობა 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ლამინირებული“ პირადობის მოწმობების მფლობელებს სამედიცინო და სოციალური სერვისებით სარგებლობა 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ.

როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით მიიღეს, რათა მოსახლეობის ნაწილს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა.

მათ ვინც ვერ მოასწრო „ლამინირებული“ პირადობის მოწმობის ID ბარათით უფასოდ ჩანაცვლების აქციით სარგებლობა, შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები. ამიტომ, სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით.

კვირის ამბები