გორელი სპორტსმენი ნოდარ კობალაძე კადეტთა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მოჭიდავემ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტას დაუპირისპირდა და დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა კადეტთა ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მანამდე კი, ზედიზედ, ოთხი ევროპის თასი (უნგრეთი, თურქეთი, ჩეხეთი და საქართველო) ოქროს მედლით და გამარჯვებულის ტიტულით დაასრულა.
ნოდარ კობალაძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი ანზორ თენაძეა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ლიმაში (პერუ) ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს