გორელი კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა.
სპორტსმენმა იორდანიის ქალაქ ამანში 17-წლამდელთა შორის აგვისტოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელიცაა.
ამჟამად, მოჭიდავე 20-წლამდე თავისუფალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარეობს და სპორტის აღნიშნულ სახეობაში შეჯიბრი 6 სექტემბერს დაიწყება.
კონსტანტინე პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლია.