გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, კაუჩუკის მოედანთან ერთად, ატრაქციონები და ბორდიურები მოეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანს მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება წარმოადგენს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს