საზოგადოება
16.03.2020 11:23
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება
დღეიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხილულ იქნა საკითხი - მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე,საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს. საუბრისას აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება, ასევე, სატვირთო გადაზიდვებზეც“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები