კულტურა
30.08.2024 12:05
„ბუფერი“ - გორის ხელოვნების სახლში გამოფენა გაიმართება

„ბუფერი“ - გორის ხელოვნების სახლი თეო ბურკის, ემა ლუის მურის, ელი ნიბლოკის და საიმონ ჰადკინსონის ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 7 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

„ექსპოზიცია მოიცავს საიმონ ჰადკინსონის მონიტიპური ბეჭდვის ქაღალდზე შესრულებულ ობიექტებს, თეო ბურკის და ემა ლუის მურის თანამედროვე ფერწერას, ელი ნიბლოკის არაორგანული მასალის სკულპტურებს და მათ ციფრულ ადაპტაციას, მისივე ანიმაციურ ვიდეოში. წარმოდგენილი ნამუშევრები აყალიბებეს მხატვრულ სივრცეს, როგორც მაკავშირებელ ხიდს ფიზიკურ და ვირტუალურ სფეროებს შორის, ნიშან-სიმბოლოთა დისლოკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბუფერული ზონა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტრანსფერის სივრცე გადაადგილებისთვის, ჩვენთვის ეს გულისხმობს უსაფრთხო მხატვრული ნავიგაციის და ალტერნატიული შემოქმედებითი ოკუპაციის ტერიტორიის იმედისმომცემ ასპექტს, რომელიც ტრანსფორმაციას და ცვილებების რიტმს ეხმიანება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი „Art House 20 24“ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

კვირის ამბები