სპორტი
30.08.2024 12:02
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის საზაფხულო ფაზა დასრულდა

პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდა და მშვილდოსნობაში, ბოჩაში, ფეინთბოლში, ნარდში და მჯდომარე ფრენბურთში ჩემპიონატები გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტში, გორელებთან ერთად, გუნდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აქტივობებში 200-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა.

„პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში მონაწილე ყველა გუნდი გამარჯვებულია, რადგან მთავარი მონაწილეობაა. რაც შეეხება მიზანს, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ხელს უწყობს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

პროექტს „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.

კვირის ამბები