„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები დღეს, 30 აგვისტოს გაიმართება.
პირველობისთვის ერთმანეთს ახალშენი - ტირძნისის (18:00 საათი), კომბინატი„იმედი“ - წმინდა წყლის „ჯარი“ (18:30 საათი), სადგური - ჭალის (19:00 საათი) და ქვახვრელი - ხელთუბნის (19:30 საათი) გუნდები დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული ეტაპის ყველა მატჩს ქვახვრელის მინი ფეხბურთის მოედანი უმასპინძლებს.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს