გორის „დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის ოცდამესამე ტურის მატჩი შაბათს, 31 აგვისტოს გაიმართება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩი საქველმოქმედოა. ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა გორში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის გადაირიცხება.
„ძვირფასო გულშემატკივრებო კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „დილა“ – „იბერია 1999“-ის მატჩის ბილეთების ფასი ერთის ნაცვლად, ორი ლარი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საქველმოქმედოა. შემოსული თანხა გორში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის გადაირიცხება“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება