ქვიშის ხელბურთში გამართული ტურნირი - „თბილისის თასი 2024“ გორის ხელბურთელ გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ვაჟები კი შეჯიბრის მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
ტურნირზე გორის გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ: ნატალი გაზაშვილი, ანა ბურნაძე, ქეთევან ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, თეკლა ჯანეზაშვილი, ანნა ოქროპირიძე, მარიამ ერისთავი, ნატალი ბიწაძე, ნინი ხეჩიკაშვილი, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, თიკო სისოშვილი, ლიზი ედიშერაშვილი.
რაც შეეხება ვაჟებს, გიორგი ვათიაშვილი, ტატო მჭედლიშვილი, ნოდარ დალაქიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, გიორგი ახალბედაშვილი, ვაკო კვარიანთაშვილი, გიორგი თედიაშვილი, გიორგი საათაშვილი, ბექა გახოკიძე და პაატა ჯობინაშვილი ასპარეზობდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
გორელთაგან ტურნირის საუკეთესო მცველად თორნიკე გაგლოშვილი დასახელდა. საუკეთესო გამთამაშებელი ნატალი გაზაშვილი გახდა, საუკეთესო ხაზის მოთამაშის ტიტული თიკო სისოშვილმა მოიპოვა, საუკეთესო კუთხის მოთამაშედ კი ლიზი ედიშერაშვილი შეირჩა.
ხელბურთელთა მწვრთნელები გია მამაცაშვილი, ლაშა შემშენოვი და თორნიკე გაგლოშვილი არიან.