გორის რაგბის და ფეხბურთის კლუბები - „გორი“ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულის ნიშნად, ხელმძღვანელებმა სიმბოლურად საკუთარი კლუბების მაისურები გაცვალეს.
შეთანხმების მიხედვით, კლუბები სხვადასხვა ერთობლივ აქტივობას განახორციელებენ.
„რაგბის კლუბი „გორი“ საქართველოს ჩემპიონატის ა-ლიგაში ასპარეზობს და ახალ სეზონს უახლოეს დღეებში დაიწყებს. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბს, „გორი“ ლიგა 3-ის ბინადარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს