საზოგადოება
27.08.2024 14:45
შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ - განაცხადები 30 აგვისტოს ჩათვლით მიიღება

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადები 30 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 3000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეეძლებათ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც -info @ idp . gov . ge.

 

კვირის ამბები