გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ცნობილია პროექტის სავარაუდო ღირებულება 199 990 ლარია და „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
„პროექტს ფარგლებში მოეწყობა საჭიდაო არენა, რომელიც გადაიხურება პროფილირებული ფერადი ფურცლით. დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 280 ზურგიანი სკამი (მათ შორის ოთხი სკამი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის). გათვალისწინებული იქნება სივრცე ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვისაც. ობიექტი შემოიღობება ლითონის ფურცლით. ტრიბუნებზე ასვლა შესაძლებელი იქნება ლითონის კიბეებით. მოეწყობა ღია გუმბათი.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება