გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ქვეითს საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 57 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა. პაციენტს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ,,პაციენტი შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება ტრავმები გულ-მკერდის, მუცლის, მენჯების არეში. ამ წუთებში უტარდეფა საფუძვლიანი გამოკვლევები, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის შემდეგად მოხდება გადაწყვეტილების მიღება შემდგომი მკურნალობის მეთოდებზე", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ექიმმა ვიტალი სავანელმა.