„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები დღეს, 27 აგვისტოს გაიმართება.
შეჯიბრი კომბინატის დასახლებაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში მდებარე მინი სტადიონებზე ჩატარდება.
მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ჭალა - გარეთუბნის (18:00 საათი, უფლისციხე), ხელთუბანი - ზეღდულეთის (18:00 საათი, კომბინატი), ახალშენი - არაშენდას (18:30 საათი, უფლისციხე), ახალდაბა - კომბინატის (18:30 საათი, კომბინატი), წმინდა წყალი/ჯარი - ახალბაღის (19:00 საათი, უფლისციხე), კარალეთი 2 - ტირძნისის (19:00 საათი, კომბინატი), სადგური - ტყვიავის (19:30, უფლისციხე) და მეჯვრისხევი - ქვახვრელის (20:00 საათი, უფლისციხე) გუნდები დაუპირისპირდებიან.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები (I ადგილი - 3 000 ლარი, II ადგილი - 2 000 ლარი, III ადგილი - 1 000 ლარი) გადაეცემათ.
მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ რეგიონული ეტაპი ჩატარდება, რომელშიც შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული გამოვლინდება.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.