საერთო სამაგისტრო გამოცდა 2024-ის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად, მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ, ასევე, იხილონ გათანაბრებული ქულებიც.
„ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში. აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი №64“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს