ნადირობის სეზონის გახსნის მიუხედავად, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების საზღვრებში ნადირობა, თევზჭერა, შინაური ცხოველის თანხლებით, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელნაკეთი მოწყობილობებით ( ე.წ მანოკი) ნადირობა და გადაადგილება აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დაცული ტერიტორიები წარმოადგენს ადგილს დადგენილი საზღვრებით, სადაც კანონმდებლობა იცავს სახეობებს, ბუნებრივ რესურსებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ამიტომ, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დაცული ტერიტორიების თანამშრომლების და რეინჯერთა კანონიერ მოთხოვნებს.
ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით იქნება დაჯარიმებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელ იანვარს ძალაში შევიდა კანონი ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოდ კი გორის მუნიციპალიტეტის მერია განისაზღვრა.