საზოგადოება
23.08.2024 13:50
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს.

,,23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, სინოპტიკოსების ცნობით, გორში ნალექია მოსალოდნელი ღამით - 3-დან დილის 5 საათამდე და ასევე წვიმაა ნავარაუდევი 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში - 16 საათიდან.

კვირის ამბები