„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო. შეჯიბრაში 30 გუნდი მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა შვიდი შეხვედრა, სადაც
მეჯვრისხევის გუნდმა შინდისს ანგარიშით 2:1 სძლია. ქვახვრელელებმა ანგარიშით 4:1 დაამარცხეს ოთარშენის გუნდი, კომბინატის სონი კი 1:2 დამარცხდა ხელთუბნის გუნდთან;
სკრის და ზეღდულეთის გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა, დამატებით დროში დანიშნული პენლები კი ზეღდულეთი (პენლები სკრა-ზეღდულეთი 4:5);
სადგურის გუნდმა არბოს დიდი ანგარიშით - 6:1 სძლია;
ფრედ - 2:2 დასრულდა მეჯვრისხევის და ტყვიავის გუნდებს შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო, პენლები კი მეჯვრისხეველთა სასარგებლოდ 2:3 დასრულდა;
ტირძნისი-ჭალა - 1:1, პენლები კი 2:3;
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ:
I ადგილი - 3000 ლარი
II ადგილი - 2000 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი გორი.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც გამოვლინდება შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.