საზოგადოება
15.03.2020 14:40
უახლოესი სამი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 16, 17, 18 მარტს ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.

16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა დათოვლჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ +4 გრადუსამდე გათბება.

17 მარტს, უამინდობა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ნალექთან ერთად, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და ღამით 0, -2 გრადუსამდეა ნავარაუდევი, დღისით კი, სინოპტიკოსების პროგნოზით,  + 5 დაფიქსირდება.

18 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღეუბლიანობა, მოსალოდნელია მცირე ნალექიც, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები