სპორტი
22.08.2024 21:23
გენო პეტრიაშვილს სამშენებლო კომპანია ,,გორი თაუერსმა“ საჩუქრად სამოთახიანი ბინა გადასცა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა მშენებლობის პროცესი ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია ,,AG development“ - ის წარმომადგენლებთან და გორის მერის მოადგილესა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. სპორტსმენს, სიმბოლურად, ბინის გასაღები გადაეცა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ამასთან, ოქროს მედლის მოპოვებამდე, პეტრიაშვილი ფლობდა ოლიმპიურ ვერცხლს და ბრინჯაოს და მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონის ტიტულებს.

კვირის ამბები