საზოგადოება
22.08.2024 14:12
ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში გაიმართება.

ღონისძიება ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის საცოც დარბაზში 6 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება და 2011-2012 წ.; 2013-2014 წ.; 2015-2016-2017-წელს დაბადებული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, მხარი დაუჭიროს პატარა მეკლდეურებს. მონაწილეებს დახვდებათ 20-მდე სხვადასხვა სირთულის საშეჯიბრო ბილიკი.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაცია შეჯიბრის დღეს 12:00 საათიდან 13:00-საათამდე მოხდება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებით, თიბისი ბანკის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, „ფიტპასის“ და „ვისოლის“ სპონსორობით ჩატარდება.

კვირის ამბები