სსიპ - ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 7-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს გამოხმაურების ვადა 25 აგვისტოს ეწურებათ.
დამსაქმებლის ინფორმაციით, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, ასევე შეითავსებს 1-ლი კლასის დამრიგებლის ფუნქციებს და ასწავლის საგნებს - მათემატიკა და ბუნებისმეტყველება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს