საზოგადოება
22.08.2024 11:10
გორში, პუშკინის ქუჩის 350-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

გორში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პუშკინის ქუჩაზე უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება, მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემაც. ამ ეტაპზე კი საფეხმავლო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

„პროეტის მიხედვით, სამუშაოები გზის 350-მეტრიან მონაკვეთზე - იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები