საზოგადოება
20.08.2024 14:27
ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკის“ პროექტი დასრულდა

ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკის“ პროექტი დასრულდა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,  ბანაკში 150-მა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ახალგაზრდებს „საზაფხულო ბანაკში“ ჩაუტარდათ ტრენინგებში თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, პროექტების წერა, ემოციური კაპიტალი, საბაზო სამეწარმეო უნარები, ციფრული უსაფრთხოება და სხვა.

შემეცნებითი აქტივობების გარდა, ბანაკის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობაშიც.

„ბანაკში კონკურსის წესით შერჩეული 16-დან 20 წლის ასაკის 150 ახალგაზრდა სამ ნაკადად იმყოფებოდა,

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2024 წლის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

 

კვირის ამბები