საზოგადოება
15.03.2020 12:13
ამ დრომდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთვსებული პირებიდან 4 ახალ, საეჭვო შემთხვევაზე ლუგარის ლაბორატორიიდან კვლავ უარყოფითი პასუხია - კორონავირუსით ინფიცირება არ დადასტურდა.

ამჟამად ჰოსპიტალში 55 პირი რჩება. კარანტინში მყოფთაგან, 51 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 არის სამხედრო მოსამსახურე. ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებები არ ფიქსირდება და შესაბამისად, დამატებითი ჩარევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პირებიდან, საკარანტინო სივრცე გუშინ 8 პაციენტმა დატოვა, დღეს კი, კიდევ 3 მათგანი დატოვებს ჰოსპიტალს.

ამ დრომდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

კვირის ამბები