სპორტი
20.08.2024 14:29
გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გორი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს კრივში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში უფროსი ასაკის მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს კრივის ისტორიაში პირველად, აღნიშნული ტურნირი საერთაშორისო კრივის ასოციაციის კალენდარში ოფიციალურადაა შეტანილი.

საერთაშორისო ტურნირი 3-დან 9 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კვირის ამბები