ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2024 წელს მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა.
განხორციელებულ სამუშაოებს შორისაა როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე, სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, დაგეგმილია: ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია კომბინატის დასახლებაში, დასასვენებელი სივრცის მოწყობა სკრაში, კლუბის რეაბილიტაცია ხიდისთავში, სკვერების მოწყობა ფხვენისში, ქიწნისის მეურნეობაში, კარალეთსა და გარეჯვარში, სკვერის და ტრენაჟორების მოწყობა მეჯვრისხევში, ფეხბურთის მოედნის მოწყობა ზემო ნიქოზში, საჭიდაო მოედნის მოწყობა ზეღდულეთში და სპორტული მოედნის და ტრენაჟორების მოწყობა სვენეთში.
„პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელების მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, - აცხადებენ გორის მერიაში.