გორის მ უნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით მოედანზე მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ლითონის კარი და ღობე.
შეგახსენებთ, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტი შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, 2024 წელს განსახორციელებელი 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება