სპორტი
19.08.2024 15:29
შოთა ჩოჩიშვილის და კობა კურტანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში სკრამ უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სახელოვანი სპორტსმენების - შოთა ჩოჩიშვილის და კობა კურტანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრი შიდა ქართლის მასშტაბით ჩატარდა და მონაწილეობა 23 წლამდე ასაკის სპორტსმენებმა მიიღეს.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ და საპრიზო ადგილები დაიკავეს:

60 კგ. წონით კატეგორია - გიორგი ინაშვილი (I  ადგილი, კოშკები), დათო ლომიტაშვილი (II ადგილი, ქარელი), იაკობ გასიტაშვილი (III ადგილი, რუისი);

70 კგ. წონით კატეგორია - საბა არავიაშვილი (ქარელი), მიხეილ გაფრინდაშვილი (ხაშური), ალეკო კასრაძე (გორი);

80 კგ. წონით კატეგორია - გიორგი ჭიღლაძე (კლუბი „გორიჯვარი“), ზურა ჭიღლაძე (კლუბი „გორიჯვარი“), ირაკლი მწარიაშვილი (გორი).

90 კგ. წონითი კატეგორია - ბაქარ ერაშვილი (კასპი), ლუკა ბაბუციძე (გორი), ლაშა მაისურაძე (თბილისი).

აბსოლუტური ჩემპიონი ზურა ჩაგელიშვილი გახდა (ქარელი), მეორე ადგილზე გიორგი ჩაგელიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ირაკლი დემეტრაშვილმა დაიკავა.

პირველადგილოსნებს 1000 ლარი გადეცათ, მეორეზე - 500, ხოლო მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები 300 ლარით დაჯილდოვდნენ.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს 1500 ლარი გადეცა, მეორეადგილოსანს - 1000 ლარი, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარით დაჯილდოვდა.

ტურნირის გამარჯვებულებს მედლები და ფულადი ჯილდოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელებმა: იოსებ ფუხაშვილმა, გია და ანზორ თენაძეებმა, საქართველოს ფალავნებმა: გიორგი გაჩეჩილაძემ, ოთარ ყურაშვილმა, კობა კარტანიძის ვაჟმა ლექსო კურტანიძე, შოთა ჩოჩიშვილის შვილებმა: რეზო და რამაზ ჩოჩიშვილებმა გადასცეს.

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის და მსოფლიოს ჩემპიონის კობა კურტანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტიტულოვანი სპორტსმენის - ანატოლი ავაზნელის ორგანიზებით ჩატარდა.
კვირის ამბები