2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული, საამაყო სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი გორელი გულშემატკივრის წინაშე წარსდგა.
სპორტსმენთან შეხვედრა, „დილა“-„თელავის“ მატჩის დაწყებამდე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე შედგა.
ორივე გუნდის მოთამაშეებმა ოლიმპიურ ჩემპიონს საპატიო კორიდორი მოუწყეს. გორის „დილას“ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჯოხაძემ და სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა კი იგი სიმბოლური მაისურით დააჯილდოვეს.
რაც შეეხება მატჩს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურის „დილა“-„თელავის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს