საზოგადოება
19.08.2024 12:43
საქართველოში უმუშევრობის დონე 13.7 პროცენტს შეადგენს - სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება დაქირავებულთა რაოდენობას, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

 

კვირის ამბები