საინტერესო ამბები
19.08.2024 12:24
,,ოქროს სანელებელი“, რომელსაც პლანეტის ყველაზე ძლიერ მცენარეს უწოდებენ

კურკუმა - ამ სანელებელს პლანეტის ყველაზე ძლიერ მცენარეს უწოდებენ. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, კურკუმას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

კურკუმას სანელებელს დაახლოებით 5000 წელია იყენებს კაცობრიობა.

ჯანჯაფილის ოჯახის ეს მცენარე საკვებად ვარგისი რომ გახდეს, ახმობენ მცენარის ფესვს, შემდგომ კი ფქვავენ. მიღებული მასა არის მკვეთრი ყვითელი ფერის, რის გამოც და ასევე მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, მას ოქროს სანელებელი უწოდეს.

კურკუმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროტეინების: B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B4 (ქოლინი), B6 (პირიდოქსინი), C, E და K ვიტამინების წყაროა.

100 გ. ნედლი კურკუმას ფესვი 23,9 მგ. C ვიტამინს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კალიუმი უმთავრეს როლს ასრულებს გულის ფუნქციობაში, არეგულირებს არტერიულ წნევას და ჰიდრატაციას. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზს, აადვილებს დაღლილობისა და სისუსტის დაძლევას.

კურკუმა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ეთეროვან ზეთებსაც შეიცავს, მაგრამ მის უნიკალურობას მაინც კურკუმინი განაპირობებს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იმავდროულად ხელს უწყობს ადგილობრივი ენზიმების ანტიოქსიდანტურ აქტიურობას, ანტიოქსიდანტები კი აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, გარდა ამისა, დაბერების პროცესსაც ანელებს.

 

კურკუმაში აღმოჩენილია რამდენიმე ქიმიური ნაერთი, რომელიც ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.

 

კურკუმას გამოყენება ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციის შემთხვევებს და პოტენციურად ამცირებს სისხლის შედედების წარმოქმნის რისკს.

კურკუმა დეპრესიის სიმპტომებთან საბრძოლვევლად საკმაოდ კარგი საშუალებაა. 

 

ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, კურკუმა ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას. კერძოდ, მას შეუძლია გააუმჯობესოს კანის ბზინვარება, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, დაამშვიდოს ფორები, რაც ამცირებს აკნეს განვითარებას, ასევე, მნიშვნელოვნად ასუფთავებს კანს.

 

დიფერულოილ მეთანს, რომელსაც კურკუმა შეიცავს, შეუძლია მოკლას კიბოს უჯრედები და თავიდან აიცილოს მისი ზრდა. კურკუმა განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს, ნაწლავის, კუჭის და კანის კიბოს წინააღმდეგ.

 

,,ოქროს სანელებლის“ გამოყენება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. იგი აუმჯობესებს ლიპიდების დონეს რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულირებას. 

 

კურკუმინის ერთ-ერთი თვისება არის ტკივილის მართვა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა სიტუაციები რა დროსაც კურკუმინი  ითვლება ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად.

 

კურკუმინი მნიშვნელოვნად ამცირებს სახსრებისა და კუნთების პრობლემებს და ხელს უწყობს სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩაქრობას.

 

კურკუმა მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ტროპიკულ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ხარობს.

კურკუმას გამოყენება უამრავ კერძში შეიძლება, თუმცა, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მასში შემავალ ნივთიერებებს სასარგებლო თვისებები დაუკარგოს, ამიტომ, უმჯობესია, კერძს ქურიდან რომ გადმოდგამთ, მერე დაამატოთ. კარგია კურკუმას მიღება შავ პილპილთან ერთად, ამ უკანასკნელის შემადგენლობაში შემავალი პიპერინი ხელს უწყობს კურკუმინის სისხლში სწრაფად გადასვლას.

საკვების გარდა, კურკუმა შეიძლება სასმელის სახითაც მიიღოთ. ძალიან კარგია (განსაკუთრებით ზამთარში) კურკუმას ცხელი ნაყენი: 1/4 ჩაის კოვზი კურკუმას დაამატეთ მწიკვი შავი პილპილი და ცოტაოდენი თაფლი. ეს ყველაფერი კი 240 მლ. ადუღებულ წყალში გახსენით და მიირთვით.

კვირის ამბები