დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინასებით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ჭრა-კერვა-მოდელირების სასწავლო კურსი ოცდაათმა ახალგაზრდამ გაიარა.
პროფესიული უნარების შეძენა-გაუმჯობესებებასთან ერთად, პროექტის ბენეფიციარებმა სამეწარმეო და ფონდების მოძიების უნარ-ჩვევებიც განივითარეს.
„პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ,,განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო პროგრამას ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტის - „ქალთა გაძლიერება, სწავლება-გადამზადების გზით” ფარგლებში ახორციელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს