საზოგადოება
16.08.2024 13:42
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კომბაინის და სხვა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება.

სახელმწიფო პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.

რაც შეეხება პროგრამით სარგებლობის პირობებს, ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის ბენეფიციარს, ასევე, არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

„დაინტერესებული პირები განაცხადების შემოტანას და დეტალური ინფორმაციის გაცნობას შეძლებენ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: my. rda. gov. ge. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს უნდა დაუკავშირდეთ  ტელეფონის შემდეგ ნომერზე 1501“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები