,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მმართველის გუნდის მიერ შერჩეული ის 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, რაც შეეხება ამჟამად წარდგენილ 22 დელეგატს, არნიშნული დელეგატები მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
„მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
დავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
რუსთავი და გარდაბნის ისტორიული სოფლები - ირაკლი შატაკიშვილი;
მარნეული-გარდაბანი - ზაურ დარგალი;
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქი - დავით შერაზადიშვილი;
ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი - ანტონ ობოლაშვილი;
ახალქალაქი-ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი;
მცხეთა-მთიანეთი - დიმიტრი ხუნდაძე;
გორი-კასპი - ლადო ხინჩეგაშვილი;
ხაშური-ქარელი - ზაზა დუგლაძე;
ქუთაისი - ზაზა ლომინაძე;
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი - გივი ჭიჭინაძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე;
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული - ზვიად შალამბერიძე;
ზუგდიდი - დათო კოდუა;
ფოთი-ხობი-სენაკი - გიორგი ხახუბია;
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ - ილია ინჯია;
გურია - ვასიკო ჩიგოგიძე;
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი - გოჩა ენუქიძე;
ბათუმი - არჩილ ბერიძე;
ქობულეთი - გია ჭყონია;
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო - ანზორ ბოლქვაძე.
ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა, არა დელეგატის სტატუსით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათ უახლოეს დღეებში დაასახელებენ.