იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა სულ უფრო მძიმდება. ბოლო მონაცემებით, იტალიის სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 660-ს აღწევს. გარდაცვლილია 1270-მდე ინფიცირებული.
მხოლოდ ბოლო ერთ დღეში, COVID-19-მა იტალიაში 250 ადამიანი იმსხვერპლა.
თავდაპირველად, კორონავირუსი იტალიაში მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე 11 ქალაქით შემოიფარგლებოდა, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
იტალიის რეგიონები და ქალაქები სადაც ამჟამად რთული მდგომარეობაა: ლომბარდია, ემილია-რომაგენა, ვენეტო, მარჩე და პიემონტი, მილანი, ტოსკანა, კამპანია, ლაზიო, ლიგურია, ფრიული ვენეცია გიულია, სიცილია, პუგია, უმბრია, აბრზოო, ტრენტო, მოლიზა, კალაბრია, სარდენა, ვალეს დასტა, ბაზილიკატა და ბოლზანო.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დიაგრამაზე კარგად ჩანს ინფიცირების შემთხვევათა მატების სტატისტიკა დღეების მიხედვით.